ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიის და ნიუ-ჯერსის შტატების გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატებმა გაიმარჯვეს


ვირჯინიის შტატში გამარჯვებული რალფ ნორთამი ცოლთან და გუბერნატორთან ერთად

სამშაბათს, დემოკრატებმა, გუბერნატორის არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

ვირჯინიის შტატში, რალფ ნორთამმა გუბერნატორობისთვის მწვავე ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და რესპუბლიკელი ედ გილესპი დაამარცხა. ის უკვე ყოფილ, დემოკრატ გუბერნატორ ტერი მაკალიფს ჩაანაცვლებს.

ნორთამი, რომელიც აქამდე ვიცე-გუბერნატორი იყო, ამომრჩეველთა ბევრი გამოკითხვის მიხედვით თავის მეტოქეს უსწრებდა. ნორთამის გამარჯვებასთან ერთად, დემოკრატებმა შტატის ვიცე-გუბერნატორის და გენერალური პროკურორის სავარძლებიც მიიღეს.

ნიუ-ჯერსის შტატში, როგორც მოსალოდნელი იყო, დემოკრატმა ფილ მერფიმ რესპუბლიკელ ვიცე-გუბერნატორ კიმ გუადანოს მოუგო. მერფი გერმანიაში ობამას ელჩი იყო, ის ლიბერალური პროგრამის, მათ შორის მინიმალური ხელფასის 15 დოლარამდე გაზრდის, სკოლების დაფინანსების გაძლიერების და მარიახუანის ლეგალიზების აქტიური მომხრე იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG