ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური თავისუფლების არ ქონა კონფლიქტებს იწვევს


პოლიტიკური თავისუფლების არ ქონა კონფლიქტებს იწვევს
პოლიტიკური თავისუფლების არ ქონა კონფლიქტებს იწვევს

დემოკრატიული პრინციების დანერგვას ხშირად ამერიკის ინტერესების გატარებასთან აიგივენებ, აცხადებს კენ ვოლაკი.

ვაშინგტონის საერთაშორისო პრეს კლუბში 29 ივნისს პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით ტრანსატლანტიკური დიალოგი: დემოკრატიის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლერება. ღონისძიება ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიებული და მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, პოლინეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ეჟი ბუზეკი და ამერიკის ყოფილი კონგრესმენი ვინ ვებერი.

შეხვედრის გახსნინსას ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა კენ ვოლაკმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დემოკრატიული პრინციების დანერგვას ხშირად ამერიკის ინტერესების გატარებასთან აიგივენებ. მან ეს შეხედულება უარყო და აღნიშნა, რომ დემოკრატიული განვითარება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღობას უწყობს ხელს და ამის მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი კომუნისტური ქვეყნები მოიყვანა, რომელთა უმეტესობა დღეს ევროკავშირისა და ნატოს წევრია.

ბატონი ვოლაკის თქმით, ავტოკრატული მმართველობის პირობებში ხშირად ოჯახის რჩენა და პოლიტიკური აქტიურობა ურთიერთაგამომრიცხავი მოვლენებია. მან ისიც აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში „დემოკრატიული რეცესია“ მიმდინარეობს და მხოლოდ ევროპისა და ამერიკის თანამშრომლობით შეიძლება ამ პორცესის უკუქცევა. დემოკრატიული განვითარება ხშირად ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, ხოლო დემოკრატიის ნაკლებობამ შეიძლება კონფლიქტები და ომები გამოიწვიოს:

დაძაბულობისა და კონფლიქტის წყაროები, რომლებიც დღეს მთელს მსოფლიოში არსებობს, უკავშირდება პოლიტკიკური თავისუფლების არ ქონას, ან შეზღუდვას. სწორედ ამის გამო აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოების ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებით მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს,“ აღნიშნა ბატონმა ვოლაკმა.

ქალბატონი მადლენ ოლბრაიტის განცხადებით, დემოკრატიის გავრცელება ხშირად უარყოფითადაა მიღებული იმის გამო, რომ ის დემოკრატიის ამერიკულ მოდელთან ასოცირდება. მან განაცხადა, რომ დემოკრატიის იმპორტი შეუძლებელია, რადგან პირველ რიგში ქვეყანაში საფუძველი უნდა იყოს მომზადებული ამ პრინციპების დასანერგად და ამასთან, ქვეყანამ დემოკრატია საკუთარ პოლიტიკურ კულტურას უნდა მიუსადაგოს.

„სამწყხაროდ, ბოლო დროს დემოკრატია სამხედრო ინტერვენციასთან არის გაიგივებული. ეს ორი რამ კი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორებია. შეუძლებელია დემოკრატიის ვინმესთვის დაძალება. დემოკრატიის გასავრცელებლად ხალხს უნდა მიეწოდოს იმის საშუალება, რომ თვითონ გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი და თვითონ ამოირჩიოს განვითარების გზა,“ განაცხადა ქალბატონმა ოლბრაიტმა.

ბატონმა ბუზეკმა დემოკრატიის განვითარებში გლობალიზაციის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს დიქტატორებისთვის გაცილებით რთულია ქვეყნის მართვა, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული წლის წინ იყო. ხალხს ხელი მიუწვდება ინტერნეტზე და სხვა გლობალურ საკონუმიკაციო საშუალებებზე. ამის გამო ავტოკრატული მმართველები ხელს უშლიან ქვეყანაში თავისუფალი პრესის განვითარებას, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების შექმნას.

„მათ ძალაუფლების დაკარგვის და დესტაბილიზაციის ეშინიათ. ამიტომ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ ავტოკრატებს, რომ მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად დემოკრატიის შექმნა საუკეთესო გამოსავალია,“ განაცხადა ბატონმა ბუზეკმა.

ბატონმა ვებერმა დემოკრატიის ხელშეწყობაზე ამერიკის კონგრესის გადასახედიდან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონგრესი კვლავ გამოყოფს თანხებს ამერიკის ბიუჯეტიდან დემოკრატიის გავრცელებისთვის, შეინიშნება გარკვეული სკეპტიციზმი და ტემპის დავარდნაც. მისი თქმი, 1980-1990-ან წლებში კონგრესი გაცილებით აქტიურად იყო ჩართული დემოკრატიის ხელშეწყობაში ვიდრე ეს დღეს შეინიშნალბა. ამის მიზეზად ბატონმა ვებერმა დაასახელა ის, რომ ქვეყანაში არჩევნების გამართვა არ არის საკმარისი დემოკრატიის დასამყარებლად.

დემოკრატიამ შედეგი უნდა გამოიღოს და ამას ჩვენ კი არ უნდა მივხვდეთ, არამედ განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს და ეს პოლიტიკურ პარტიებს უნდა ვასწავლოთ. ძალაუფლებაში მოსვლა მათთვის ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას დემოკრატიის შედეგები დაანახონ. ისინი ხშირად ხელისუფლბაში მოდიან ძლიერი იდეოლოგიით, რელიგიური შეხედულებებით ან ეკონომიკური თვითინტერესით. თუ პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ დაინახეს დემოკრატიის როლი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში, უაღრესად რთული იქნება ამ ქვეყებში დემოკრატიის ხელშეწყობა,“ აღნიშნა ბატონმა ვებერმა.

შეხვედრაზე გამოიკვეთა შეხედულება, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც დემოკრატიისთვის მზად არ არის. ყველა ქვეყანას შეუძლია გახდეს დემოკრატიული, სადაც ხალხს საშუალება ექნება საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს და ერთპიროვნულ მმართველობას თავი დააღწიოს. თუმცა, ამას დრო და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა სჭირდება. გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე. საბოლოო ჯამში გამოიკვეთა დასკვნა, რომ სამოქალაქო საქოგადოების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე რთული იქნება დემოკრატიის გამყარება, ხოლო ქვეყანაში მხოლოდ არჩევნების ჩატარება დემოკრატიის დამყარების ნიშანი არ არის.

XS
SM
MD
LG