ჩრდილოეთ კორეა სეულს დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს. შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, ბოლო წუთზე მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას დელეგაციის ხელმძღვანელთა კანდიდატების შესახებ.
სამხრეთ კორეას სურდა, რომ ფხენიანის მხრიდან მმართველი მშრომელთა პარტიის ოფიციალური პირი ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ უნის მრჩევლად ითვლება. თავის მხრივ, სეულმაც უარი განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელად მაღალი დონის პირი დაესახელებინა, რამაც ფხენიანის გაღიზიანება გამოწვია.