ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინალური დებატები


ბარაკ ობამამ და მიტ რომნიმ ერთმანეთს რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა, ადგილი ქონდა ცხარე შეკამათებებსაც

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

გუშინ, ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები საგარეო პოლიტიკის თემას დაეთმო. გამოსვლების დროს ბარაკ ობამამ და მიტ რომნიმ ერთმანეთს რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა, ადგილი ქონდა ცხარე შეკამათებებსაც.

დაპირისპირების ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ძირითადად, კანდიდატების მსოფლმხედველობა და შეერთებული შტატების მოსალოდნელი საფრთხეების მიმართ დამოკიდებულება იყო:

გუბერნატორო, მოხარული ვარ, რომ ალ ყაიდა ამერიკის უმთავრეს საფრთხედ მიგაჩნიათ, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ამ შეკითხვას სხვაგვარად უპასუხეთ და აღნიშნეთ, რომ შეერთებული შტატების მთავარ გეო-პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს," - მიმართა ბარაკ ობამამ მიტ რომნის.

„ჩემზე თავდასხმა ვერ გამოსწორებს ახლო აღმოსავლეთში ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობას. იქ ახლა არეულობაა და მზარდი ტერორიზმის ნიშნებიც იკვეთება," - უპასუხა პრეზიდენტს მიტ რომნიმ.

ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე საპრეზიდენტო კანდიდატებს ერთგვარი დამოკიდებულება ჰქონდა:

„ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის. ამის შესახებ მე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვაცხადე და გავაერთიანე კოალიცია, რომელმაც სანქციების გატარებით ირანის ეკონომიკა დაასუსტა,“-აღნიშნა ბარაკ ობამამ.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი, მიტ რომნი წინა დებატებისგან განსხვავებით, ბარაკ ობამას მიმართ ნაკლები კრიტიკულობით გამოირჩეოდა:

„მინდა დავეთანხმო პრეზიდენტის დამოკიდებულებას ისრაელის საკითხთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლებაში მოვედი, მეც ასევე მხარს დავუჭერ ისრაელს და თუ მასზე იერიშს გაანახორციელებენ, არა მარტო დიპლომატიურ, არამედ სამხედრო დახმარებასაც აღმოვუჩენ.“

სირიის დაპირისპირებაში ამერიკის ჩაურევლობასთან დაკავშირებით, კანდიდატებმა თანაბარი პოზიციები დააფიქსირეს: „ჩვენ სირიის დაპირისპირებაში სამხედრო ჩარევას სერიოზულ ნაბიჯად აღვიქვამთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

„არც ჩვენ გვსურს სირიის სამხედრო კონფლქიტში ამერიკა ჩაერთოს,“ - უპასუხა მიტ რომნიმ.

ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით, კანდიდატებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. მიტ რომნიმ პეკინის პოლიტიკის მიმართ მეტი სიმკაცრე გამოიჩინა, პრეზიდენტმა ობამამ კი, შემდეგი პოზიცია დააფიქსირა: „თუ ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების წესებს დაემორჩილება, მომავალში ჩვენი პოტენციური პარტნიორი გახდება.“

რაზეც მიტ რომნიმ უპასუხა: „თუ მე ხელისუფლებაში მოვედი, ჩინეთს ვალუტით მანიპულატორად გამოვაცხადებ. ეს კი საშუალებას მოგვცემს ტარიფები დავაწესოთ და სამუშაო ადგილები დავიბრუნოთ.“

დასკვნით საპრეზიდენტო დებატებზე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები შეეცადნენ საგარეო პოლიტიკის საკითხები შეერთებული შტატების ეკონომიკის ძლიერებასთან დაეკავშირებინათ. პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა:

„ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ვერ შევცვალეთ ის შეცდომები, რაც წინა მთავრობის პოლიტიკით იყო განპირობებული. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მომავლისკენ უნდა ვიაროთ და წარსულში აღარასდროს დავბრუნდეთ.“

მიტ რომნიმ პრეზიდენტის ამ შენიშვნას შემდეგნაირად უპასუხა:

„მომავლისკენ სწრაფვაზე გეთანხმებით, მაგრამ ოთხი წლით უკან დაბრუნება ნამდვილად არ მსურს, რადგან ქვეყანაში 23 მილიონი უმუშევარია.“

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა. ორმა ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ.
XS
SM
MD
LG