ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას და რომნის თანაბარი რეიტინგი


Presidential Debate

დღეს საღამოს პრეტენდენტებს შორის გადამწყვეტი, უკანასკნელი დებატები გაიმართება, რომელიც ძირითადად საგარეო პოლიტიკას ეძღვნება

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 15 დღით ადრე ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ გამოკითხვების მიხედვით, კანდიდატებს ზუსტად ერთნაირი რეიტინგი აქვთ. პრეზიდენტ ობამასა და რესპუბლიკელ მიტ რომნის პოპულარობა ამ კვირაში 47-47 პროცენტს შეადგენს. დღეს საღამოს პრეტენდენტებს შორის გადამწყვეტი, უკანასკნელი დებატები გაიმართება, რომელიც ძირითადად საგარეო პოლიტიკას ეძღვნება.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პრეზიდენტ ობამას რეიტინგმა საგარეო საკითხების გადაწყვეტაში მნიშვნელოვნად იმატა. ობამას პოპულარობა განსაკუთრებით 2011 წელს პაკისტანში 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ავტორის, ოსამა ბინ ლადენის განადგურების შემდეგ გაიზარდა. რაც შეეხება მის რესპუბლიკელ ოპონენტს, მიტ რომნის საგარეო საკითხებში გამოცდილება მხოლოდ ბიზნეს-ურთიერთობებით და მოლაპარაკებებით შემოიფარგლებოდა.

თუმცა, ახალ გამოკითხვებში მიტ რომნის პოპულარობამაც იმატა და პრეზიდენტისას გაუთანაბრდა. ზრდას ანალიტიკოსები წინასაარჩევნო დებატებზე ობამას ადმინისტრაციის წარმატებულ კრიტიკას მიაწერენ, რომელიც ლიბიაში ამერიკის ელჩის მკვლელობის ფაქტს ეხებოდა.
XS
SM
MD
LG