ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილმისჯილი პატიმარი 30 წლის შემდეგ გაათავისუფლეს


გლენ ფორდი 30 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
ასეთი ისტორიების შესახებ მხატვრულ ფილმებს იღებენ - სიკვდილმისჯილი ამერიკელი მამაკაცი, რომელმაც ციხეში უკანასკნელი 30 წელი გაატარა, ციხიდან გაათავისუფლეს.

64 წლის გლენ ფორდი ლუიზიანას შტატში სიკვდილმისჯილთა შორის, განაჩენის აღსრულებას ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ელოდა. სასამართლომ ის მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ახალი სამხილის აღმოჩენის შედეგად დადგინდა, რომ ის უდანაშაულო იყო მკვლელობაში, რომლის გამოც სასჯელს იხდიდა.

ფორდი, შავკანიანი მამაკაცი, მკვლელობაში დამნაშავედ 1983 წელს მხოლოდ თეთრკანიანებით დაკომპლექტებულმა ნაფიცი მსაჯულების ჯგუფმა სცნო. ფორდი თავს კარგად გრძნობს იმის გამო, რომ ის ახლა თავისუფალი ადამიანია, თუმცა სასამართლოს წინააღმდეგ სიძულვილს გრძნობს იმის გამო, რომ ის 30 წელი სასჯელს იხდიდა დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.
XS
SM
MD
LG