ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 დაღუპული და 20-ზე მეტი დაჭრილი ფილიპინებში


ორი ადამიანი დაღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კოტაბატოში მომხდარი აფეთქების შედეგად. ბომბი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში აფეთქდა. ამ რეგიონში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობასი სეპარატისტების მიერ მოწყობილი არაერთი ძალადობრივი აქტი მოხდა.

მოგვიანებით პოლიციამ მეორე ბომბიც აღმოაჩინა, რომელიც არ ამოქმედებულა და სავაჭრო ცენტრის მეორე ნაწილში იყო დამონტაჟებული.

არც ერთ დაჯგუფებას თუ ტერორისტულ ორგანიზაციას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა ამ რეგიონში მუსლიმი სეპარატისტების მიერ ამ დრომდე არაერთი თავდასხმა იყო ორგანიზებული. 2017 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ რეგიონში საომარი ვითარება გამოაცხადა, რომელიც რამდენიმე თვეს გრძელდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG