ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში თავდამსხმელმა ორი ადამიანი დანით მოკლა


პარიზის გარეუბანში დანით თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, თავდამსხმელს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო. ორგანიზაციის მიერ საინფორმაციო სააგენტო „ამაქში“ გამოქვეყნებულ განცხადებში ნათქვამია, რომ თავდამსხმელი მათი მოწოდების საფუძველზე მოქმედებდა.

ტერორისტული დაჯგუფება მიმდევრებს მოუწოდებს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელონ ყველა ქვეყანაში, რომელიც მათ წინააღმდეგ იბრძვის.

მიუხედავად ამ განცხადებისა, საფრანგეთის მთავრობის ცნობით, ორი მოკლული ადამიანი თავდამსხმელის ოჯახის წევრები, მისი დედა და და იყვნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG