ამერიკელი ფერმერების მუშაობა უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად ხდებოდა პრესის მხრიდან კრიტიკის საგანი . მათ მიმართ უკმაყოფილება აისახებოდა წიგნებსა და ფილმებში, კრიტიკის მთავარი მიზეზი კი მათ მიერ გარემოს დაბინძურება და ჯამრთელობაზე მავნე გავლენა გახდა.
თუმცა ფერმერები საზოგადოების ასეთ განწყობას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ოპონენტებს სურსათის პროდუქციის პროცესის უბრალოდ არაფერი გაეგებათ.
მოსახლეობის დასრწმუნებლად, კაპიტოლიუმის შენობის მახლობლად მიწის მცირე ნაკვეთზე ფერმერებმა ხორბალი დათესეს. ვაშინგტონის ერთ-ერთი სკოლის მე-5 კლასელი, ალისია კემბელი სკოლიდან ექსკურსიაზე იყო, როდესაც მოინახულა ზემოხსენებული ნათესები.
ფერმერებმა და მათთან დაკავშირებულმა ასოციაციებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ნათლად ეჩვენებინათ ხორბლის მოყვანის პროცესი. მოსწავლეების მოსვლამდე მათ მოზიდეს კონტეინერები, სადაც ხორბალი თავისი ზრდის სხვადასხვა ციკლში იმყოფებოდა. ჯეჯილით დაწყებული და მოსავლის აღებისთვის უკვე მზა თავთავიანი ნათესებით დამთავრებული.
შემდეგ მოსწავლეების თვალწინ მოიყვანეს კომბაინი და მოსავალიც აიღეს. იქვე აშენებული ჰქონდათ მცირე წისქვილი და მაღაზია სადაც დახლებზე უკვე მზა პროდუქცია დაიდო.
სკოლის მოსწავლეთათვის ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა მთლიანი პროცესის საკუთარი თვალით ნახვა და საბოლოოდ იქვე მიღებული მოსავლიდან დაფქვილი ფქვილით, ნამცვრის დაგემოვნება.
კანზასელი ფერმერი და ხორბლის მომყვანთა ეროვნული ასოციაციის დირექტორი ჯერი მაკრეინოლდსი აცხადებს, რომ გამოფენა რომელიც ვაშინგტონში მოეწყო, გაკეთდა იმისთვის, რომ მოსახლეობას შეექმანს სრული წარმოადგენა იმაზე, თუ როგორ ხდება ხორბლის მოყვანა. საიდან ხვდება საკვები პროდუქტი მათ მაგიდაზე.
- ჩვენ შეგვიძლია განათლების მიზნით აუხსნათ და გავაგებინოთ პროცესი. ეს თავისთავად არ ხდება, მაღაზიაში მისულ მყიდველს თუ დახლზე პროდუქტი ხვდება ეს დიდი შრომის შედეგია.
მაკრეინოლდსის თქმით, ინფორმაცია მხოლოდ მოსწავლეებზე არაა გათვლილი , კანონმდებლები, რომლებიც სხვადასხვა რეგულაციებს აწესებენ , მათაც უნდა იცოდნენ ეს, რადგანაც წარმოადგენა იქონიონ რეალობაზე.
- ჩვენ არაფეს გავაკეთებთ გარემოს საზიანოდ. რეგულაციები კი ისეა შედგენილი, რომ ჩვენ ფინანსურ დანაკარგს განვიცდით , ან ამ რეგულაციებს ვერ ვასრულებთ. სოფლის მეურნეობა ამ დროს წაგებაში რჩება.
აცხადებს ჯერი მაკრეინოლდსი. მისივე თქმით, ისინი ვინც რეგულაციებს აწესებენ მეტად უნდა გაერკვნენ სოფლის მეურნეობის საკითხებში, რაც საწინდარი იქნება იმისა, რომ კანონები არ შეუქმნის საფრთხეს ფერმერებს, ეს უკანასკნელი კი საბოლოო პროდუქციის მიღებაზე დადებით გავლენას იქონიებს.
თუმცა ფერემერებს გარემოს დაცვის აქტივისტები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათი უკმაყოფილება რეგულაციების მიმართ გადაჭარბებულია. ერთ-ერთი აქტივისტის დონ კარის განცხადებით:
- ფერემერებს სასმელი წყლის შესახებ არსებული კანონის მიხედვით შეღავათები აქვთ . არ არსებობს რეგულაციები მაგალითად მდინარე მისისიპიდან მოპოვებულ წყალზე.
ბატონი კარის განცხადებით კაპიტოლიუმის შენობასთან მოწყობილი გამოფენა-აქცია, მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ფერმერების კრიტიკაზე ერთგვარი პასუხია. მეტი ინფორმაცია ხორბლის მოყვანის პროცესზე კი არ ნიშნავს იმას რომ ყველა ერთ დასკვნამდე მივა.
- გარემოს დაბინძურების მხრივ ფერმერების საქმინობის გამოაშკარავება უფრო ნათელს გახდის თუ რა ხერხებს იყენებს ზოგერთი კომპანია და როგორ ცდილობენ ისინი მოგების ნახვას.
კანონები და რეგულაციები, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ფერმერმა და რომელიც დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან , კანონმდებლების ხელშია. მეხუთე კლასელი ალისია კემბელი ძალზედ ახალგაზრდაა იმისთვის რომ მომავალ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ მის მშობლებს და უფროსებს რომლებიც ნოემბერში საარჩვენო ყუთებთან მივლენ.