ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ ბოუი არის.....


შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული და გამორჩეული ხელოვანის, მომღერლის, მასხიობის, დევიდ ბოუის გამოფენა აშშ-ში

თითქმის მთელი ამერიკის მასშტაბით შოუ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული და გამორჩეული ხელოვანის, მომღერლის და მასხიობის, დევიდ ბოუის გამოფენა დაიწყო. ექსპოზიციაში შესულია 300-მდე ექსპონატი იმ 70 000 საარქივო მასალიდან, რომლიც დევიდ ბოუის კარიერის მანძილზე დაგროვდა.

გამოფენის სახელწოდებაა „დევიდ ბოუი არის....“. გამოფენისთვის მსგავსი დასახელების შერჩევა გარკვეული მიზეზით იყო განპირობებული. 46 წლიანი კარიერის მანძილზე მედიასა და პოპ კულტურაში გამუდმებით ისმოდა კითხვა, ვინ არის დევიდ ბოუი- მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, თუ გამომწვევი შოუმენი და ექსტრავაგანტული ხელოვანი. გამოფენა შეეცადა ამ არსში ჩაწვდომას.

გამოფენის თანაკურატორი ჯეფრი მარში აცხადებს, რომ დევიდ ბოუის თაყვანისმცემლებს და იმათაც, რომლებიც დიდად არ ადევნებდნენ მის კარიერას თვალყურს, უამრავი ექსპონატის დათვალიერების და მუსიკოსის შემოქმედების უკეთ გაცნობის საშუალება მიეცემათ. ექსპოზიციაში შესულია დევიდ ბოუის საკმაოდ ექსტრავაგანტული კოსტიუმები, რომელიც მომღერლის იმიჯთან ერთად კარიერის მანძილზე გამუდმებით იცვლებოდა.

„აქ არის ორიგინალური „Ziggy Stardust”-ის კოსტუმები, არის პიეროს კოსტიუმი ციკლიდან “Ashes to Ashes”, ასევე თეთრი ჰერცოგის ტანსაცმელი, იმიჯი, რომელიც ბოუიმ 1976 წელს შეიქმნა. აღსანიშნავია აგრეთვე ჯეკ ფროკის ლაბადა, რომლის დიზაინი ცნობილმა მოდელიერმა ალექსანდერ მაქკუინმა 1996-1997 წლებში შექმნა.“

„ კოსტიუმების გარდა ინტერესს იწვევს დევიდ ბოუის ხელნაწერები, აქ არის ასობით სიმღერის ტექსტი.“

გამოფენაში შესულია დევიდ ბოუის ნახატები, ესკიზები, ფურცელზე გადატანილი იდეები ამა თუ იმ კრებულის კონცეფციის შესახებ. ყველაფერი ეს ნათლად ასახავს იმ გრძელ, საინტერესო და შრომატევად სამუშაოს, რომლიც თან ახლდა დევიდ ბოუის თითუოეული იმიჯის შექმნას. როგორც კურატორი ჯეფრი მარში აღნიშნავს, დევიდ ბოუის შემოქმედება გამორჩეულია მუდმივი ინოვაციებით.

მუზემუმის დამთვალიერებლებს გამოფენაზე შესვლისთანავე ეძლევათ ყურსასმენები და სისტემა, რომელიც ეხმარება მათ გადააგილებასა და ორიენტაციაში:

„ გამოფენას თავისი საუნდტრეკი აქვს. გახმოვანებულია თითოელი დარბაზი. ექსპონატების ნახვის პარალელურად დამთვალიერებელს იმ სიმღერის მოსმენის საშუალება ეძლევა, რომლიც დაკავშირებულია მასთან. „

„ ჩვენი მიზანი იყო იმის ჩვენება თუ როგორ მუშაობს მუსიკოსი, საიდან იბადება იდეა, როგორ ხდება მისი რეალიზება, ფანტაზიის გაღვივება და საბოლოო პროდუქტის შექმნა.“ აცხადებს ჯეფრი მარში.
დევიდ ბოუის გამოფენა ამჟამად ტორონტოშია, 27 ნოემბრამდე, შემდეგ ის გადაინაცვლებს ჩიკაგოში და აშშ-ის სხვა ქალაქებში, დევიდ ბოუის თაყვანისმცემლებს ექსპოზიციის ნახვა ასევე შეეძლებათ ბრაზილიაში და ევროპაშიც.
XS
SM
MD
LG