ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი დანფორდი ერაყის ქურთისტანში ჩავიდა


შეერთებული შტატების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ჯოზეფ დანფორდი დღეს ირბილში ერაყის ქურთისტანის რეგიონის ლიდერს შეხვდა. რეგიონში ვიზიტის მიზანი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ადგილზე შეფასებაა.

დანფორდის განცხადებით ამერიკას და ქურთისტანს საერთო მტერი ჰყავთ.

უკვე წელიწადზე მეტია შეერთებული შტატების ლიდერობით კოალიცია ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო კამპანიას მართავს, ერაყის და ქურთისტანის ჯარები ამერიკის მთავარი პარტნიორები არიან.

XS
SM
MD
LG