ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკომ სამხედრო წვრთნები დაიწყო


სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო დესპანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ მისი სამშვიდობო გეგმა ჩავარდა

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის სანაპიროს გასწვრივ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამავდროულად, სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ბრძოლების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება.

როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, სამხედრო წვრთნების მიზანი სირიაზე ზღვიდან შეტევის აღკვეთაა. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეტაკებების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 სამოქალაქო პირია.

გუშინ, სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო დესპანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ მისი სამშვიდობო გეგმა ჩავარდა.
XS
SM
MD
LG