ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალაი ლამა ჩინეთში პოლიტიკურ რეფორმებს ელის


ტიბეტის სულიერმა ლიდერმა განცხადება იაპონიიდან გააკეთა

ტიბეტის სულიერი ლიდერის დალაი ლამას განცხადებით, ჩინეთის ახალი ლიდერის საზრუნავი პოლიტიკური რეფორმები უნდა გახდეს. ამის შესახებ დალაი ლამამ იაპონიაში ვიზიტისად განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთი უკვე ახორციელებს ეკონომიკურ რეფორმას და ამდენად ახალ ლიდერს, ში ძინპინს ახლა ზრუნვა პოლიტიკური რეფორმების გატარებაზე მოუწევს.

„ჰუ ძინტაოს ერა წარსულს ჩაბარდა. მომავალი პრეზიდენტი ში ძინპინი ხდება. ვფიქრობ, არ არსებობს ალტერნატივა პოლიტიკური რეფორმების გარდა. ეკონომიკური რეფორმა უკვე გატარებულია, მრავალმხრივი განვითარება აშკარაა,“ - განაცხადა დალაი ლამამ.
XS
SM
MD
LG