შეტაკება მოხდა დაღესტანში. სადაც პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილი ამბოხებული მოკლა, როდესაც ისინი პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ავტომობილის გაჩერების სანაცვლოდ ცეცხლი გახსნეს. პოლიციის განცხადებით, ინციდენტი დაღესტან-ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს ქალაქ ხასავიურტში მოხდა. სამართალდამცავების თქმით, ამბოხებულები 20-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მოკლულთა იარაღი და ამუნიცია.