ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ელჩის ცნობით, ჩეხეთმა აეროპორტებში რუსეთის თვითმფრინავების მიღება აკრძალა


26 თებერვლიდან რუსეთის თვითმფრინავებს აეკრძალებათ დაშვება ჩეხეთის აეროპორტებში, - ამის თაობაზე ინფორმაცია 25 თებერვალს ჩეხეთში უკრაინის ელჩმა, ევგენი პერებინისმა გაავრცელა.

"ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მარტინ კუპკამ მაცნობა, რომ დღეს ღამის 00:00 საათიდან ჩეხეთი კრძალავს თავის აეროპორტებში ნებისმიერი რუსული თვითმფრინავის დაშვებას. აგრესორის გარშემო იზოლაციის რკალი ფართოვდება“, - დაწერა "ტვიტერში" ჩეხეთში უკრაინის ელჩმა.

მანამდე ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, რომელსაც ოპონენტები წარსულში ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთის მხარდაჭერის გამო, ევროპელ ლიდერთაგან ერთ-ერთმა პირველმა მოითხოვა რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა დაგმო უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის მიერ წამოწყებული საბრძოლო მოქმედებები. "რუსეთის ფედერაციამ უკრაინას შეუტია. ჩვენ ვსაუბრობთ არაპროვოცირებული აგრესიის აქტზე“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ იანვრის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი უკრაინისთვის დიდი რადენობით საარტილერიო ჭურვების მიწოდების შესახებ.

XS
SM
MD
LG