ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში არ შემოუშვეს


ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში არ ემოუშვეს, იგი ამ დრომდე თბილისის აეროპორტის ნეიტრალურ ზონაშია
ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში არ ემოუშვეს, იგი ამ დრომდე თბილისის აეროპორტის ნეიტრალურ ზონაშია

22 ოქტომბერს, საქართველოში ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი არ შემოუშვეს ბეისლიმ X-ზე დაწერა, რომ საქართველოში შემოსვლაზე ყველანაირი დასაბუთების გარეშე უარი უთხრეს. მესაზღვრის მიერ გადაცემულ დოკუმენტში უარის მიზეზად მითითებულია პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.”

მოგვიანებით მესაზღვრეებმა რეის ჩამოართვეს ყველა პირადი ნივთი. ამჟამად მისი ადგილსამყოფელი, კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს.

ჩეხი ჟურნალისტთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა ადვოკატს. შოთა თუთბერიძე თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათია ცდილობს რეი ბეისლის მონახულებას და ინფორმაციის მიღებას მისი მდგომარეობის შესახებ.

ჩეხი ჟურნალისტი ამ დროისთვის ნამდვილად იმყოფება საქართველოს აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში პირადი ნივთების და ახლობლებთან კომუნიკაციის უფლების გარეშე, სადაც მას სავარაუდოდ 26 ოქტომბრამდე დატოვებენ. ამ დღესაა დაგეგმილი პირდაპირი რეისი თბილისი-პრაღა, რომელზეც უკან დასაბრუნებელი ბილეთი აქვს ჟურნალისტს ნაყიდი.

23 წლის რეი ბეისლი ევროკავშირის მოქალაქეა. ის არაერთხელ იმყოფებოდა როგორც უკრაინაში, ისე - საქართველოში. ბოლოს ის საქართველოში ხანგრძლივად იყო ჩამოსული 2024 წლის გაზაფხულზე, ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს. ჩეხეთის საელჩოში ეჭვი აქვთ, რომ ბეისლის საზღვარზე არშემოშვება შეიძლება დაკავშირებული იყოს 2024 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციებში ჟურნალისტის სტატუსით მონაწილეობასთან.

რეი ბეისლის საქართველოში არშემოშვების ფაქტს გაეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლად შემოუშვას ჟურნალისტი საქართველოში:

"საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება" - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

2021 წლიდამ მოყოლებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოტივით, რომ “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს” არაერთი უცხოელი ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკოსი საქართველოში არ შემოუშვა. მათ შორის, უმრავლესობა, რუსეთის დიქტატორის პუტინის კრიტიკოსები არიან.


საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს (2021-2025)

განახლდა 2025 წელს


2025

კლემენ ჟირარდო (ფრანგი ჟურნალისტი)

ჟერომ შობო (ფრანგი ფოტოჟურნალისტი)

ვიქტორ პატრაშკანი (რუმინელი კომიკოსი)

სიმონ ვანდებრუკი (ევროკავშირის წარმომადგენლობა)

დიმიტრი გრინკევიჩი (ბელარუსი პოლიტიკოსი)

უილ ნილი (ბრიტანელი ჟურნალისტი)

რეგინა ეგოროვა-ასკეროვა (ლიტველი უფლებადამცველი)

დმიტრი გრინკევიჩი (ბელარუსი აქტივისტი)

ანდრეი კურაევი (რუსი სასულიერო პირი)

2024

ვიტსე დე გეიტერი (ბელგიელი ჟურნალისტი)

შტეფან გოსი (შვეიცარიელი ჟურნალისტი)

რეი ბეისლი (ჩეხი ჟურნალისტი)

ანდრეი მიალეშკა (ბელარუსი ჟურნალისტი)

არსენ ხარატიანი (სომეხი ჟურნალისტი)

ფიოდორ კრაშენინიკოვი (რუსი პუბლიცისტი)

მაქსიმ ივანცოვი (რუსი აქტივისტი)

იგორ მიგლანი (რუსი აქტივისტი)

ტიგრან ხზმალიანი (სომეხი პოლიტიკოსი)

ვლადიმერ ტეტერევი (რუსი აქტივისტი)

ბორის ზოლოტარევსკი (რუსი პოლიტიკოსი)

2023

ვიქტორ შენდეროვიჩი (რუსი მწერალი)

ფილიპ ძიადკო (რუსი ჟურნალისტი)

ჟალავდი გერიევი (ჩეჩენი ჟურნალისტი)

ბენ მალეტი (ბრიტანელი კონსულტანტი)

მარშალ ქომინსი (ამერიკელი კრიზისების მენეჯერი)

ალექსანდრა შვედჩენკო („დოჟდის“ ჟურნალისტი)

დარიანა გრიაზნოვა (რუსი უფლებადამცველი)

ანა რივინა (რუსი უფლებადამცველი)

ვიტალი გოგუნსკი (რუსი მსახიობი)

ელენა სკვორცოვა (რუსი ჟურნალისტი)

ალექსანდრე არხანგელსკი (რუსი მწერალი)

ევჰენია გაცაკი (ბელარუსი აქტივისტი)

დიმიტრი კატჩევი (რუსი ადვოკატი)

ალექსეი მუხრანოვი (რუსი მოგზაური)

დინა ტანსარი (ყაზახი აქტივისტი)

ალმატ მუჰამედჟანოვი (ყაზახი აქტივისტი)

2022

ალექსეი რომანოვი, (რუსი ბლოგერი)

დავიდ ფრენკელი („მედიაზონას“ ჟურნალისტი)

ვარვარა მიხაილოვა (დავიდ ფრენკელის მეუღლე)

მიხეილ ფიშმანი („დოჟდის“ ჟურნალისტი)

ანდრეი დავიდოვი (რუსი პოლიტიკოსი)

დიმიტრი გუტკოვი (რუსი პოლიტიკოსი)

დიმიტრი ალეშკოვსკი (რუსი ჟურნალისტი)

ალექსეი პონომარევი („ხოლოდის“ რედაქტორი)

ვასილი კრესტიანინოვი (რუსი ფოტოჟურნალისტი)

ეკატერინა არენინა (რუსი ჟურნალისტი)

გალა ლატიგოვსკაია (რუსი მედია მენეჯერი)

ნიკა ნიკულშინა (რუსი მომღერალი)

რუსლან კამბიევი (რუსი ბლოგერი)

გარიკ ოჰანესიანი (რუსი კომიკი)

2021

ლუბოვ სობოლი (ალექსეი ნავალნის პრესმდივანი)

დიმიტრი გორდონი (უკრაინელი ჟურნალისტი)

ალისია ბაცმანი (უკრაინელი ჟურნალისტი)

ევჰენი გრუშოვეცი (უკრაინელი ადვოკატი)

ილია აზარი (რუსი ჟურნალისტი)

ვლადიმირ ზოლკინი (უკრაინელი ჟურნალისტი)

რომან დრიბნოი (უკრაინელი ჟურნალისტი)

XS
SM
MD
LG