ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხები "ნატოს" მშვიდობის და კეთილდღეობის ქვაკუთხედად მიიჩნევენ


იმ დროს, როდესაც ნატომ არსებობის მერვე ათწლეულში შეაბიჯა და ზოგიერთ წრეში თანამედროვეობასთან მისი შესაბამისობის ეჭვებიც გაჩნდა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ მის ქვეყანაში, ნატოს წევრობის და ალიანსის შიგნით ამერიკის ლიდერობის შესახებ, პოლიტიკურ პარტიებს შორის „აზრთა უზარმაზარი თანხვედრაა.“

ჩეხეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკმა თქვა, „ჩვენი წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის ხელმძღვანელი როლი, ნატოს წარმატების გასაღებია.“

წელს, ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის და პოლონეთის „ნატოს“ წევრობის მე-20 წელია.

პეტრიჩეკი „ნატოს“ აღიარებს როგორც „საერთო ღირებულებების, და ასევე ამ ღირებულებების დაცვის ინსტრუმენტ“ ორგანიზაციას. მან თქვა, რომ „ნატოს“ და ევროკავშირის წევრობა, მისი ქვეყნის კეთილდღეობისთვისკრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირის წევრები 2004 წელს, „ნატო“-ში შესვლიდან 5 წლის შემდეგ გახდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG