ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიშეგრადის ქვეყნები ნატოში გაწევრიანების 20 წლისთავს აღნიშნავენ


12 მარტს 20 წელი გახდა რაც ცენტრალური ევროპის სამი ქვეყანა ნატოში მიიღეს. ალიანსში გაწევრიანებიდან ორი ათწლეულის აღსანიშნავად, ვარშავაში, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის პრემიერები ავღანეთში მიმავალი შენაერთების სამხედრო წვრთნებს დაესწრნენ.

„უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ნატოს ღირსეული წევრები არიან, და ალიანსმა კი აჩვენა რომ ის უწყვეტად რჩება საერთო უსაფრთოხების გარანტორად“, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიცკიმ.

სახელწოდება „ვიშეგრადის ოთხეული“ დუნაიზე მდებარე უნგრული ქალაქიდან მოდის, სადაც ეს ქვეყნები ერთმანეთს პირველად 1991 წელს შეხვდნენ. ლიდერებმა 21-ე საუკუნეში ნატოს ცვალებად როლზე გაამახვილეს ყურადღება.

„ევროპის უსაფრთხოება დღეს მერყევია.... სწორედ ამიტომ, იზრდება ნატო. ჩვენ ვამაყობთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ვიბრძვით არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ... ჩვენი ჯარისკაცებით“, - თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა იმ ქვეყნებზე ისაუბრა, რომლებიც ევროპის თავდაცვას საფრთხეს უქმნიან.

ცენტრალური ევროპის სამი ქვეყანა, სლოვაკეთის გამოკლებით, ნატოში 1999 წლის 12 მარტს მიიღეს. სლოვაკეთის წევრობის გადადება მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ მეჩიარის, პოლიტიკის გარშემო არსებულ უკმაყოფილებას მოჰყვა. ჩეხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების მნიშვნელობას, რომელიც გულისმხობს, რომ ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე მიტანილი იერიშია. ​

„ჩვენ ნატოს წევრობა გვესმის, არა როგორც სხვის მიერ ჩვენი დაცვა, არამედ ასევე, როგორც ჩვენი აქტიური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ჩვენი წევრებისადმი. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას“, - თქვა ანდრეი ბაბიშმა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, აქტიურად განიხილება ცენტრალურ ევროპაში დემოკრატიული ნორმების და პრინციპების რღვევა. დემოკრატიის უკუსვლა ამ ქვეყნებში ვაშინგტონსა და ბრიუსელში ბევრს აშფოთებს. ამ მხრივ, ოთხი ქვეყნის ლიდერის მიერ ნატოსადმი ერთგულების ხაზგასმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ​

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG