ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ბიზნესები ზარალდება


კვიპროსში 32 მილიარდამდე რუს ბიზნესმენთა ანგარიშებზე 40-პროცენტიანი გადასახადი დაწესდა

კვიპროსის საბანკო კრიზისმა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე, ათასობით კილომეტრით დაცილებულ რუსეთში დიდი აურზარური გამოიწვია. რუსი ბიზნესმენების მიერ კვიპროსის ბანკებში შეტანილი თანხა 32 მილიარდს აჭარბებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე საბანკო კრიზისის გამო ნებისმიერ ანგარიშს, რომელიც 130 ათას დოლარს აჭარბებს, 40-პროცენტიანი გადასახადი უწესდება. მიმდინარე მასობრივ დემონსტრაციებზე რუსული დროშებით ასობით რუსი მომიტინგე გამოჩნდა.

კვიპროსში უკანასკნელ წლებში 40 ათასი რუსეთის მოქალაქე გადავიდა. ხმელთაშუა ზღვის კუნძული რუსეთის მოქალაქეებს არამარტო თბილი კლიმატით, არამედ დაბალი გადასახადებითაც იზიდავს. იმდენად, რომ დღეისათვის კვიპროსი რუსეთის, მასზე 75-ჯერ დიდი ქვეყნის მთავარ ინვესტორად ითვლება.
XS
SM
MD
LG