ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმფრინავის გამტაცებელი დაკავებულია


კვიპროსის პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ეგვიპტური სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა და პილოტს კვიპროსში დაშვება აიძულა.

“ინციდენტი ამოწურულია. გამტაცებელი დაკავებულია,” ასე გამოეხმაურა მამაკაცის დაპატიმრებას კვიპროსის შინაგან საქმეთა მინისტრი ტვიტერზე.

კვიპროსის ოფიციალური პირების ცნობით გამტაცებელი სეიფ ელდინ მუსტაფაა, თუმცა მისი მოტივების შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის კვიპროსში ყოფილი ცოლის სანახავად მიდიოდა.

კვიპროსის პრეზიდენი აცხადებს, რომ თვითმფრინავის გატაცებას კავშირი არ აქვს ტერორიზმთან.

XS
SM
MD
LG