ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებულ გემზე გადამალული იარაღი აღმოაჩინეს


გემს დაშლილი ქობინები, ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემები და კიდევ რამდენიმე სახეობის მძიმე სამხედრო ამუნიცია ჩრდილოეთ კორეაში შესაკეთებლად მიჰქონდა

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის გემი, რომელიც პანამის არხთან დააკავეს იარაღით იყო დატვირთული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გემს დაშლილი ქობინები, ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემები და კიდევ რამდენიმე სახეობის მძიმე სამხედრო ამუნიცია ჩრდილოეთ კორეაში შესაკეთებლად მიჰქონდა.

პანამის სანაპირო დაცვამ გემი გააჩერა იმის გამო, რომ ეგონათ, რომ მას ნარკოტიკები გადაჰქონდა. თუმცა, ჩხრეკის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გემზე შაქრის ტვირთში დახვეწილი სამხედრო ტექნოლოგიები იყო დამალული.

ბრედ გლოსმანი ჰავაიში დაფუძნებული წყნარი ოკეანის ფორუმის ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ სასაიხარულოა ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნებიც იწყებენ ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის განხორციელებას იმ გზავნილის გასაჟღერებლად, რომ ფხენიანი საერთაშორისო თანამეგობრობის კონსტრუქციული წევრი უნდა გახდეს.
XS
SM
MD
LG