ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის გემი პანამაში დააკავეს


პრეზიდენტ მარტინელის განცხადებით, ხომალდზე თანამედროვე სარაკეტო დანადგარები იპოვეს

პანამის პრეზიდენტი რიკარდო მარტინელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეული ხომალდი იქნა დაკავებული. გემი კუბიდან მიემართებოდა და პანამის არხში გავლას საეჭვო სარაკეტო დანადგარებით ცდილობდა.

პრეზიდენტ მარტინელის განცხადებით, თავდაპირველად მათ ეჭვი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე შეეპარათ. თუმცა, გემზე ასულ პოლიციას იქ არა ნარკოტიკები, არამედ თანამედროვე სარაკეტო ტექნოლოგიები დახვდა. უკანონო ტვირთის ამსახველი ფოტო პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზეც გამოაქვეყნა. პანამის მედიას მან ასევე განუცხადა, რომ გემის კაპიტანმა სიცოცხლის დასრულება თვითმკვლელობით სცადა, მაგრამ პოლიციამ მას ხელი შეუშალა. ამჟამად ის ეკიპაჟის 35 წევრთან ერთად დაკავებულია და გამოძიების შედეგებს ელოდება.
XS
SM
MD
LG