ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ფიდელ კასტრო დაკრძალეს


ცხრა დღის გლოვის შემდეგ, ფიდელ კასტროს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. კუბის ყოფილ ლიდერს ასობით ათასი თანამოქალაქე ცრემლებით და შეძახილებით "მე ვარ ფიდელი" დაემშვიდობა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ცერემონია დღეს სანტიაგოს წმ. იფიგენიას სასაფლაოზე გაიმართა. ფიდელ კასტროს ფერფლი მავზოლეუმში კუბის ეროვნული გმირის ხოსე მარტის გვერდით მოათავსეს, რომელსაც კასტრო მთელი ცხოვრების მანძილზე ეთაყვანებოდა.

ფიდელ კასტრო 25 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელმწიფოს ის თითქმის 50 წლის მანძილზე მართავდა.

XS
SM
MD
LG