ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპას მიგრანტების უწყვეტი ნაკადი აწყდება


19 ოქტომბერს, უნგრეთის მიერ ხორვატიასთან გასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, რამდენიმე ათასი მიგრანტი ხორვატია-სერბეთის საზღვართან შერჩა და ცივი ღამე, ცოტა საკვებით, იქ გაატარა.

კვირას, დაახლოებით 2000 ადამიანი გაუთბობელ ავტობუსებში სერბეთის საზღვრის გადაკვეთას ელოდა, რათა ევროკავშირისკენ გზა გაეგრძელებინა.

უნგრეთის მიერ საზღვრის დაკეტვის შემდეგ, ავტობუსები უფრო შორი გზით, სლოვენიის გავლით გადაადგილდება. ამ ქვეყანამ კი მიგრანტებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე დღიური შეზღუდვა დააწესა. სლოვენიამ განაცხადა, რომ საზღვრის დაუყოვნებლივ დაკეტვას არ აპირებს, მაგრამ საზღვრის გადაკვეთას დღეში 2500 მიგრანტით შეზღუდავს, რათა ევროკავშირის წევრი ეს პატარა ქვეყანა გაუსაძლისი ტვირთის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

ბოლო ინფორმაციით, ხორვატიამ სერბეთთან საზღვარი ორშაბათს გვიან ნაშუადღევს გახსნა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ორი დღის განმავლობაში შეყოვნებულ სამი ათასამდე მიგრანტს საზღვრის გადაკვეთის საშუალება მიეცა.

XS
SM
MD
LG