ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატიაში ავტობუსის ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა


გერმანიიდან კოსოვოში მიმავალი ავტობუსის ავარიის შედეგად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა. საგზაო შემთხვევა 25 ივლისის მოხდა. მგზავრებით სავსე ავტობუსი ხორვატიის ქალაქ სლავონსკი ბროდთან გზიდან გადავიდა და ამოყირავდა.

ხორვატიისა და კოსოვოს ხელისუფლებების წარმომადგენლების ცნობით, ავტობუსში დიდწილად იმყოფებოდნენ ის კოსოვოელები, რომლებიც გერმანიაში მუშაობენ და საზაფხულო არდადეგების გასატარებლად სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

ათობით დაშავებული მგზავრი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG