ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმელი თათრების ლიდერს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ყირიმელი თათრების ლიდერი ილმი უმეროვი, რომელსაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგობისთვის ორი წელი მიუსაჯეს, აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.

სიმფეროპოლის სასამართლოში სასჯელის გამოცხადების შემდეგ, უმეროვმა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტს უთხრა, რომ გამამართლებელი განაჩენის “ილუზია” არ ჰქონია.

“ამ საქმეში ყველაფერი - ბრალის წაყენებიდან, განაჩენის გამოტანამდე არის ყალბი. საქმეში იყო გაყალბებული ნივთმტკიცებები, მე მომაწერეს განცხადებები, რომლებიც არასდროს გამიკეთებია,” განაცხადა უმეროვმა.

60 წლის უმეროვი, რომელიც პარკინსონს და დიაბეტს ებრძვის,“სეპარატიზმის მოწოდების” ბრალდებით გაასამართლეს და გამოსასწორებელ კოლონიაში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG