ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ19-ის წინააღმდეგ ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინა დასკვნით ეტაპზე გადავიდა


კოვიდ19-ის წინააღმდეგ ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის (mRNA-1273) ახალი წარმატება. კომპანია "მოედერნაში" აცხადებენ, რომ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა.

ცდა პირველ ეტაპზე 45 ადამიანზე ჩატარდა და როგორც "მოდერნაში" ამბობენ, ვაქცინა ყველა მათგანისთვის უსაფრთხო გამოდგა და რაც მთავარია ორგანიზმმა კოვიდ19-ის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიმუშავა.

ამერიკული კომპანია "მოდერნას" სპეციალისტების მიერ შექმნილი ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე 16 მარტს დაიწყო და დღეს ვაქცინა უპირობო ლიდერია მსოფლიოში.

ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ანტისხეულების მაჩვენებელი მაღალი იყო იმ ადამიანებში, რომლებმაც ვაქცინის დიდი დოზა, ანუ 250 მიკროგრამი მიიღო, ხოლო ანტისხეულები შედარებით მცირე რაოდენობით გამოიყო იმ მოხალისეთა ორგანიზმში, რომლებმაც პირველი ფაზის დროს ვაქცინა მცირე დოზით მიიღეს.

მეორე ეტაპზე ვაქცინის კვლევისას გაირკვა, რომ "მოდერნას" მიერ შექმნილმა ვაქცინამ ორგანიზმში იმაზე მეტი ანტისხეული გამოყო, ვიდრე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში, რაც ნიშნავს, იმას რომ ვაქცინა ეფექტურია კოვიდ19-თან ბრძოლაში.

ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მესამე ეტაპი თვის ბოლოს, 27 ივლისს დაიწყება და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროცესში მონაწილეობას 30 000 ადამიანი მიიღებს. მონაწილეები 15 000- 15 000 ჯგუფებად დაიყოფა, ნახევარ ჯგუფს 100 მიკროგრამის დოზა შეხვდება, მეორე ნახევარი კი პლაცებოს.

მესამე ეტაპით სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, შეუძლია თუ არა ვაქცინას (mRNA-1273) მოახდინოს ახალი კორონავირუსის პრევენცია და შეაჩერებს თუ არა პრეპარატი სიმპტომების გამოვლენას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG