ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ინდოეთზე 5-ჯერ უფრო რთული სიტუაციაა - პაატა იმნაძე


დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ახლა საქართველოში იმაზე ბევრად უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე ინდოეთში იყო. იმნაძე აცხადებს, რომ რთული ვითარების მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებს „ჯერ კიდევ უძლებს.“

„თუ გადავიანგარიშებთ, დღეს ჩვენი ყოველი 50-ე, მე-60 ადამიანი დაინფიცირებულია. შესადარებლად ეს არის 5-ჯერ უფრო რთული სიტუაცია, რაც იყო ინდოეთში. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს" - აცხადებს იმნაძე.

ამ ფონზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საწოფლონდთან დაკავშირებული „კრიტიკულად სერიოზული პრობლემები“, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელს საქართველოშია.


„ჩვენ არა მხოლოდ ბათუმში, საქართველოს მასშტაბით, გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები და ამისათვის ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორთან შეხვედრები გვქონდა და მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეკეთებინა იმ დამატებითი რესურსის მობილიზება, რომელიც იძლეოდა საშუალებას, რომ სხვა ტიპის სომატური პაციენტების უსაფრთხო მკურნალობა გვემართა. ეს პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ, შენარჩუნდება, თუმცა ჩვენი აქტიური ჩართულობითა და მუდმივი მონიტორინგით, რა თქმა უნდა, მუდმივად შევეცდებით, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ, რაც შეეხება სხვა ქალაქებში გადაყვანას, - ეს პრობლემა დღის წესრიგიდან ალბათ არ მოიხსნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვითარება არამარტო ბათუმში სხვა რეგიონებშიც საკმაოდ მძიმედ დგას, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იყოს გაძლიერებული ყველა ის სამედიცინო დახმარება, რომელიც თითოეულ პაციენტს ესაჭიროება და მივცეთ ადამიანებს, ადგილზე ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა“ - აცხადებ ტიკარიძე.

ვითარებას კრიტიკულად მძიმედ აფასებს თბილისის რესპუბლიკუერი საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე. მისი თქმით, ინფიცირების პროცენტული მაჩვენებლით, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

„ყოველივე ეს გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით. ხალხმა ყურადღება მოადუნა. მათ ხელისუფლებისგან არასწორი მესიჯი მიიღეს - შეზღუდვები რომ მოიხსნა, ეს არ უნდა ყოფილიყო იმის ნიშანი, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსი დასრულებულია, რადგან ეს არის აბსურდი. თუ ასე გაგრძელდა 2-3 კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სისტემა ჩავარდება კოლაფსში. საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენს თანამოქალაქეებს, ნათესავებს, ახლობლებს დავკარგავთ. ყოველდღიურად 50 გარდაცვალება ძალიან ბევრია“ - აღნიშნა ტაბიძემ.

ტაბიძებს აშფოთებს ის ფაქტი, რომ ვირუსი ახალგაზრდა ადამიანებისთვის განსაკუთრებით სახიფათო გახდა.

„სამწუხაროა ისიც, რომ გარდაცვლილ ადამიანთა ასაკობრივ ნიშნულში ახალგაზრდა, 35-დან 55-60 წლამდე და უფრო მცირე ასაკის ჯგუფებმა იმატა. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, დიდ რაოდენობას მოიცავს, აგრესიულია თავისი ბუნებით და ასეთი სწრაფი გავრცელებით რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ უახლოესი 1 თვის განმავლობაში ჩვენ სერიოზულ კლებას მივიღებთ, პირიქით, ცუდი პროგნოზია. ვირუსი ძალიან მწვავედ, გართულებებით მიმდინარეობს. დღესაც არ გვაქვს კონკრეტული მედიკამენტი, ამიტომ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ზოგადი, ე.წ. სომატური მკურნალობით, საერთაშორისო გამოცდილების ხარჯზე შევამციროთ სიკვდილიანობა. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG