ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდებსაც შეიძლება კოვიდ-19 მძიმე ფორმებში ჰქონდეთ - ჯანმო


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი ამბობს, რომ კორონავირუსის ხელახალი ტალღის დაწყება ზოგიერთ ქვეყანაში იმითაა გამოწვეული, რომ ახალგაზრდები საკმარისად ფრთხილად არ არიან.

ახალგაზრდები ხშირად არ ატარებენ სახის დამცავ ნიღბებს, არ იცავენ სოციალურ დისტანციას ბარებში, ღამის კლუბებსა და სანაპიროებზე ყოფნის დროს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

"ახალგაზრდების უმეტესობას, რომლებიც დაინფიცირდნენ, მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა", ამბობს მარია ვან კერკოვი, ჯანმოს ეპიდემილოგი. მან ღამის კლუბებს "[ვირუსის] გადადების გამაძლიერებლები" უწოდა.

მიუხედავად იმისა, მსუბუქი სიმპტომები აქვთ, თუ სრულიად უსმიპტომოდ ავადდებიან, ახალგაზრდები მაინც არიან ვირუსის მატარებლები და შესაბამისად გამავრცელებლებიც.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, მოგვიანებით კი მისგან გამოჯანმრთელდა, თქვა, რომ 20 დღეს სახლში ყოფნისგან ფილტვებში ობი გაუჩნდა. მას ახლა ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ბოლსონარო ძალიან ხშირად კოვიდ-19-ს "მსუბუქ გაციებას" ეძახდა და პირბადესაც დიდი ხნის განმავლობაში არ ატარებდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის ცენტრის მონაცემებით, ბრაზილიაში 2,6 მილიონ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, ხოლო 91,263 პაციენტი ამ დაავადების გამო გარდაიცვალა.

სიტუაციის გამწვავების ეშინიათ ესპანეთშც, კატალონიაში, სადაც რეგიონის ლიდერმა ახალგაზრდებს მოუწოდა დაიცვან უსაფრთხოების წესები და შეწყვიტონ წვეულებების მოწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი მთავრობა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

არასახარბიელო მონაცემები დაფიქსირდა ბრიტანეთშიც, სადაც კოვიდის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ივნისის შემდეგ. ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა კარანტინის ზომების გამკაცრების აუცილებლობაც დადგეს.

ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა აღადგინეს ბოტსვანის დედაქალაქშიც, ვინაიდან კოვიდ 19-ის შემთხვევების სწრაფი ზრდა იქაც დაფიქსირდა.

მსოფლიოს მასშტაბით კვლავ ყველაზე რთული მდგომარეობაა ამერიკაში, სადაც განსაკუთრებულად სამხრეთის შტატებშია სიტუაცია გამწვავებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG