ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიუარტის საქმე


2006 წელს ფედერალურმა მოსამართლეებმა ლინ სტიუარტს 28 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ყოფილი ადვოკატის 10 წლიანი პატიმრობის განაჩენს, რომელიც მას საკუთარი კლიენტისთვის არაკანონიერი დახმარების გაწევის გამო მიესაჯა.

ლინ სტიუარტი ტერორისტის - შეიხ ომარ აბდელ რახმანის ადვოკატი იყო. იგი ჩუმად , კლიენტის დავალებით, მის მომხრეებს სპეციალურ გზავნილებს აწვდიდა. თუმცა სტიუარტი დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს და მის მიერ ჩადენილ საქციელში საეჭვოს ვერაფერს ხედავს.

2006 წელს ფედერალურმა მოსამართლეებმა ლინ სტიუარტს ამ დანაშუალის ჩადენის გამო 28 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს საქმის ხელახალი მოსმენა დაიწყო. სტიუარტის კლიენტი ეგვიპტელი მოქალაქე შეიხ ომარ აბდელ-რაჰმანი იყო, ვინც ნიუ- იორკში ტერორისტული აქტის დაგეგმვას ცდილობდა.

XS
SM
MD
LG