ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განხილვა


საქმის განხილვა ადვოკატების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ინიციატივით მოხდა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა ზეპირი არგუმენტები საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ფედერალური მთავრობის უფლებას აპროტესტებს-აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის ადამიანების სატალეფონო საუბრების და ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი აწარმოოს.

საქმის დაწყების ინიციატორები ადვოკატები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები არიან, სადაც ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიაც" შედის. მათი განცხადებით, ფედერალური პროგრამა არღვევს არალეგალური ძებნისა და კონფისკაციის შესახებ კონსტიტუციის მეოთხე შესწორებით აკრძალულ პრინციპს.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს ყურადღების ცენტრში არა მონიტორინგის თემა, არამედ მომჩივანთა უფლება მოექცა თუ რამდენად აქვთ მათ საშუალება ეს საკითხი სასამართლომდე მიიტანონ.

მთავრობის განცხადებით, დამცველები ვერ ამტკიცებენ, რომ მოსმენებმა პირადად მათზე იმოქმედა უარყოფითად.


XS
SM
MD
LG