ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ჩინელი მამაკაცი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს


ლი სიჩინს ჩინეთში თავდაცვის ტექნოლოგიების გატანა ედება ბრალად

შეერთებული შტატების მოსამართლემ ეროვნებით ჩინელ მამაკაცს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება ჩინეთში თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩინეთში გატანა.

ლიუ სიჩინი 49 წლის არის. ის ნიუ-ჯერსიში ელ-3 კომუნიკაციების ოფისში მუშაობდა. კომპანია სარაკეტო და უპილოტოს აფრენი აპარატების ტექნოლოგიებს ამუშავებდა. მან პრეზენტაციების სახით აღნიშნული ტექნოლოგიები ჩინეთში გაიტანა.

როგორც ლუი აცხადებს, მას ეს პრეზენტაციები სამსახურის შოვნის მიზნით სურდა. ის ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული
XS
SM
MD
LG