ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებში მასობრივ მკლელობაში ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს


ფილიპინებში, ცნობილი პოლიტიკური კლანის წევრები სასამართლომ დამნაშავედ სცნო 2009 წლის მასობრივ მკვლელობაში. მაშინ, 57 ადამიანი მოკლეს, მათგან 32 მედიის წარმომადგენელი იყო.

მანილას სასამართლომ ანდალ ამპატუან უმცროსსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამ საქმეზე 100-ზე მეტი მსჯავრდებული იყო დაკავებული. მათ ნაწილს შედარებით მსუბუქი სასჯელი მიუსაჯეს, ნაწილი კი გაათავისუფლეს მტკიცებულების ნაკლებობის გამო.

უფლებადამცველი ორგანიზაცია "საერთაშორისო ამინისტიის" წარმომადგენელი, ნიკოლას ბექელინი ამბობს, რომ მთავრობამ უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას სამართლიანობის მისაღწევად. მისი თქმით, 80 ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება მკველობაში მონაწილეობაში, ჯერ კიდევ თავისუფალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG