ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს


უკრაინა
უკრაინა

უკრაინა საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს. ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებით, საზღვრებზე სანიტარული კონტროლი გამკაცრდება. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ამავე დროს უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებები სრულ მზადყოფნაშია, რათა დროულად მოხდეს რეაგირება კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკრაინელ ექიმებს უკვე ჩაუტარეს სპეციალური გადამზადების კურსი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ იმ დროს, როდესაც ისინი კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს მიიღებენ.

"ჩვენ ვიღებთ ყველა პრევენციულ ზომას, რომ თავიდან ავირიდოთ ვირუსული ინფექციით დაინფიცირების შემთხვევები, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, ჩვენი ექიმები და სამედიცინო სისტემა მზად არის ამისთვის,"- აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიშკო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG