ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა


"რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვირუსით დაინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შევიდა ქვეყანაში. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ეპიდემია არ გავრცელდეს.

„ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემქურება არანაირი საფრთხე. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან , ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია,“ განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს საკმარისი საკარანტინე სივრცეები აქვს, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG