ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური მუშაობას აჩერებს, სასამართლო სხდომები და ინტერვიუები გადაიდო


uscis

ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურმა მუშაობა შეაჩერა. ორგანიზაციამ გაცნხადება ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამსახური მუშაობას 1 აპრილამდე წყვეტს. მიღებული გადაწყვეტილება შტატებში კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია.

გადაწყვეტილების მიხედვით, საიმიგრაციო სამსახური აუქმებს ყველა დაგეგმილ ინტერვიუს ამ პერიოდში.

როგორც განცხადებაში არის ნათქვამი, 18 მარტიდან 1 აპრილის პერიოდში ჩანიშნული ინტერვიუები და სასამართლო სხდომები, საიმიგრაციო სამსახურში გადაიდება. თუ როდის ჩაინიშნება გადადებული სხდომები, ეს ამ დრომდე უცნობია. განცხადებაში წერია, რომ საიმიგრაციო სამსახური ახალ თარიღებს განმცხადებელს, მუშაობის განახლების შემდეგ, ფოსტით შეატყობინებს.

მანამდე კი საიმიგრაციო სამსახური მუშაობას დისტანციურად აგრძელებს და მოუწოდებს აპლიკანტებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG