ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად ერთვება


US Embassy

„იმოქმედე ახლა“ - ასე ჰქვია სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, რომლის შესახებაც ინფორმაციას, საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას კოვიდ-19-თან ბრძოლაში. საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ვაცხადებთ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას სახელწოდებით "იმოქმედე ახლა" (ACT NOW) - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების შემცირებაზე, აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს, ხელს უწყობენ თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად და მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ კოვიდ-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ. გრანტების რაოდენობა $500-დან $5,000 დოლარამდეა.

დეტალური ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ შშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ბმულზე:

Facebook Forum

XS
SM
MD
LG