ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება


ნეშვილის უნივერისტეტმა ნიუ-იორკში კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სასწავლებელმა, „უსაფრთხოების მიზნით“, უნივერისტეტის 4 შენობიდან, ერთში სწავლის პროცესი შეწყვიტა. ეს შტატში დაავადების მესამე შემთხვევაა.

სულ, ოთხშაბათის მონაცემებით, ამერიკაში დაინფიცირების 100-ზე მეტი და გარდაცვალების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით დაავადების ყველაზე მეტი, 45 შემთხვევა, ჯერჯერობით კალიფორნიის შტატშია დაფიქსირებული. მიუხედავად დაავადების რაოდენობის სწრაფად ზრდისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს პანდემიის კვალიფიკაციას ჯერ არ ძლევს.

ჩინეთში კოვიდ 19-ით დაავადების ახალი შემთხვევები შემცირდა, თუმცა სიტუაცია გამძაფრდა იტალიასა და ირანში. იტალიაში ვირუსის თავიდან აცილებისთვის მარტის შუა რიცხვებამდე დახურეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ქვეყანაში დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, იტალიაში 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ ერთ დღეში დაფიქსირებული ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ირანში დაავადების გავრცელების მაღალი რისკის გამო პარასკევის ლოცვები, დიდ ქალაქებში, ისევ გადაიდო.

დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთის შემდეგ კი სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული. ოთხშაბათის მონაცემებით, იქ კორონავირუსის 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ერაყში, სადაც ვირუსის გავრცელებას ირანს უკავშირებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG