ამერიკის რესპუბლიკური პარტია ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში 27 აგვისტოს შეიკრიბება, და პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის პოსტებზე ოფიციალურად წარადგენს კანდიდატებს.
დემოკრატებმა კი, პარტიული ყრილობის ადგილად ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქი შარლოტი შეარჩიეს, სადაც 3 სექტემბერს ბარაკ ობამა ოფიციალურად დასახელდება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად მეორე ვადით.
პარტიულ კონვენციებამდე ადრე, როგორც მათ ამერიკაში უწოდებენ, სატელევიზიო ეთერში უარყოფითი შინაარსის რეკლამები ჟღერს. პარტიები ერთმანეთის მიმართ ბრალდებებსა და კრიტიკას არ ზოგავენ.
ბარაკ ობამა: „რესპუბლიკელებისთვის კომპრომისი მიუღებელი სიტყვაა. ისინი ჩემს დასამარცხებლად უფრო ბევრს აკეთებენ ვიდრე ქვეყნის განვითარების მიზნით.“
მიტ რომნი: „ბატონო პრეზიდენტო, თქვენი გახლეჩის და სიბრაზის კამპანია ჩიკაგოში გადაიტანეთ, ჩვენ კი საშუალება მოგვეცით ამერიკა გავაერთიანოთ და აღვადგინოთ.“
რესპუბლიკური პარტიის მიმდევარი, კონსერვატიული გეზის ამომრჩეველი სწორედ მიტ რომნის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურამ შეაგულიანა. პოლ რაიანი ამერიკის კონგრესის ახალგაზრდა წევრია, რომელსაც საბიუჯეტო მართვის და სამთავრობო პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
თუმცა, დემოკრატები რომნის რაიანის არჩევისთვის მაინც აკრიტიკებენ კონგრესმენის წინააღმდეგობის გამო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო -ხანდაზმულთა სამედიცინო დახმარების - პროგრამის რეფორმირების ინიციატივისთვის.
პოლ რაიანი: „ჩვენ ჩვენს მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ავიღებთ.“
რესპუბლიკელ საპრეზიდნეტო კანდიდატს წინ კარგი საშუალება ელოდება -ამომრჩეველს თავი ხელახლა წარუდგინოს რესპუბლიკელების ყრილობიდან -აცხადებს ვაშინგტონში დაფუძნებული, „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ ექსპერტი ნორმან ორნსტაინი.
„რომნის ნამდვილი შესაძლებლობა აქვს გვაჩვენოს, რომ ის მიუწვდომელი, დისტანციაზე მდგომი პოლიტიკოსის ნაცვლად ოჯახზე ორიენტირებული, თბილი ადამიანია, რომელიც სხვების გასაჭირზეც ზრუნავს და ასევე პოლიტიკოსი, რომელიც კომპეტენტურია ქვეყნის გასაძღოლად.“
ბოლო სოიცოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ბარაკ ობამა ამომრჩევლის მეტ სიმპატიას იმსახურებს, ვიდრე მიტ რომნი თუმცა პრეზიდენტი სუსტი ეკონომიკის გამო კარგავს ხმებს.
ბარაკ ობამა წინასაარჩევნო ეტაპზე ამომრჩევლის დარწმუნებას ცდილობს, რომ უკეთესი მომავალი ჯერ კიდევ წინ არის.
თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ობამა ბევრად უფრო მოიგებს, თუ შარლოტში პირველი ვადის განმავლობაში განხორციელებულ მიღწევებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„ესენია ოსამა ბინ ლადენის განეიტრალება, რაც, თავისთავად, აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ძლიერი და გადაწყვეტილებით გამსჭვალული ლიდერია,“ - ამბობს ორნსტაინი.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების ყრილობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამ ყრილობებზე კანდიდატების წარდგენა და შემდეგ ერთი საბოლოო ნომინანტის შერჩევა ხდებოდა. ამ აზრსვე ეთანხმება ქუნიპიაკის უნივერსიტეტის სოციოლოგი პიტერ ბრაუნი.
ბრაუნი: „ყრილობებზე ახლა პარტიის შიგნით საუკეთესო გამოცდილების, მიღწევების, სამომავალო პლატფორმის წარმოდგენა ხდება. აქ კანდიდატები ამომრჩეველს ხელახლა უხსნიან პარტიის ძირითად მესიჯს, და კანდიდატთა მისიას.“
პარტიული ყრილობების დასრულების შემდეგ, არჩევნებამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატების მთელი სერია იქნება, რომლებიც 3 ოქტომბერს დაიწყება.