ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს


რესპუბლიკელი კონგრესმენი ქრის კოლინსი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ის ნოემბერში, შუალედურ არჩევნებში კვლავ იყრის კენჭს.

კონგრესმენი, რომელიც დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია, ოთხშაბათს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა. მის წინააღმდეგ ბრალდების თანახმად, ის იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის საკუთარი თანამდებობის გამო იყო ცნობილი, იყენებდა იმისთვის, რომ მის ოჯახის წევრებს მომგებიანი ფინანსური გარიგებები დაედოთ. ბრალი ასევე წარუდგინეს მისი ოჯახის ორ წევრს.

კონგრესმენი ამბობს, რომ ამ "ლაქას მოიშორებს" და არჩევნებში ისევ მიიღებს მონაწილეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG