ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეიგელი კონგრესს ჩვენებით მიმართავს


რატომ არ შეატყობინა ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს თალიბი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ოპერაციის განხორციელებამდე?

ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი კონგრესს ჩვენებით მიმართავს და ცოტა ხნის წინ განხორციელებულ სადავო პატიმრების გაცვლას მეტ სინათლეს მოფენს.

ჰეიგელს სავარაუდოდ რთულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეატყობინა ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს თალიბი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ოპერაციის განხორციელებამდე.

მაისში თალიბანი დათანხმდა სერჟანტი ბოუ ბერგდალის, ამერიკელი ჯარისკაცის გათავისუფლებას, რომელიც ხუთი წელი თალიბანის ტყვეობაში იმყოფებოდა. სანაცვლოდ, ამერიკა ხუთი თალიბის გათავისუფლებაზე დათანხმდა, რომლებიც კუბაში მდებარე გუანტანამოს ყურის სპეციალურ ციხეში იყვნენ დაპატიმრებული.

ობამას ადმინისტრაცია ცდილობს დაიცვას გადაწყვეტილება, რომელიც თალიბების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კონგრესთან კონსულტაციების გარეშე მიიღო. კანონის თანახმად, ადმინისტრაციამ კონგრესს 30 დღით ადრე უნდა შეატყობინოს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რაც ბერდგალის შემთხვევაში ობამას ადმინისტრაციამ არ გააკეთა.
XS
SM
MD
LG