ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი საყოველთაო აღწერაში მოქალაქეობაზე კითხვის დამატებას განიხილავს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში დღეს ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ელაია ქამინგსის რეზოლუციას განიხილავენ. მერილენდის შტატის დემოკრატი კონგრესმენი ითხოვს კონგრესში ჩვენებების მისაცემად გამოიძახონ გენერალური პროკურორი უილიამ ბარი და ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი უილბურ როსი.

საქმე ეხება მოსახლეობის აღწერის მიზნით ჩატარებულ საყოველთაო გამოკითხვაში ახალი კითხვის დამატებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის სტატუსს შეეხება. ინიციატივა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლების სათავეში მოსვლის პირველივე წელს გაჟღერდა და ის საყოველთო გამოკითხვაში ახალი კითხვის ჩასმას 2020 წლიდან ითვალისწინებს.

უფლებადამცველები და ინიციატივის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი კითხვის დასმის გამო, იმიგრანტები გამოკითხვაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ. საბოლოო ჯამში კი ეს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სიზუსტეზე უარყოფითად აისახება.

მოსახლეობის აღწერას რამდენიმე მიმართულებით ენიჭება დიდი მნიშვნელობა. საყოველთაო გამოკითხვის მიხედვით დგინდება მაგალითად ის, თუ კონგრესში რამდენი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ ამა თუ იმ რეგიონში, როგორ განაწილდეს ბიუჯეტი, სად აშენდეს ახალი სკოლები, გაიყვანონ გზები და ა.შ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG