ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები საბიუჯეტო შეთანხმებას კენჭს უყრიან


სენატის უმრავლესობის ლიდერი რესპუბლიკელი მიჩ მაკკონელი და სენატის უმცირესობის ლიდერი დემოკრატი ჩაკ შუმერი

დღეს ამერიკელი კანონმდებლები კენჭს უყრიან საბიუჯეტო გეგმას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფედერალური მთავრობის ორი წლით დაფინანსება და მთავრობის შემდგომი დახურვის თავიდან აცილება.

კენჭისყრა პირველად სენატში გაიმართება, რომლის ლიდერებმაც ოთხშაბათს ისეთ ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც საკამათო საიმიგრაციო საკითხებს არ შეიცავს.

პაკეტს შეეძლება ორი წლის განმავლობაში 300 მილიარდი დოლარით გაზარდოს შეერთებული შტატების მთავრობის ხარჯვითი ნაწილი ეროვნულ თავდაცვაზე და საშინაო პროგრამებზე. ეს დაასრულებს წლების განმავლობაში არსებულ, ბიუჯეტის სავალდებულო ზედა ზღვრებს, რომელიც, რესპუბლიკელების თანახმად, ამერიკის სამხედრო ძალებს ასუსტებდა, დემოკრატები კი ამბობენ, რომ ის გაჭირვებაში მყოფთ ზიანს აყენებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG