ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი ირანის წინააღმდეგ სანქციებს ამტკიცებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონი ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებას ისხავს მიზნად. იზღუდება ირანთან ვაჭრობა, ამ ქვეყანაში საზღვარგარეთიდან ფინანსური ოპერაციების წარმოება და თეიარანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა.

ამერიკის პრეზიდენტი და კონგრესი დაინტერესებულნი არიან, რომ ერთობლივი ძალისხმევით, სხვადასხვა სანქციების დახმარებით აიძულონ ირანი დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ახალი სანქციები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებსაც 2009 წლის 12 ივნისის არჩევნების შემდეგ ირანის მოქალაქეთა უფლებების დარღევაში ადანაშაულებენ.

როგორც პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის დროს განაცხადა, ეს ღონისძიება ირანს აიძულებს თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო მოქმედებისაგან. მისი თქმით:“ მე დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს შეერთებული შტატების კონგრესის მიერ შემუშავებულ კანონს, რომელიც ირანის წინააღმდეგ უპრეცენდენტო სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით ამერიკა თავის პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ სანქციებმა მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედონ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშავებს ირანის ბირთვული პრობლემის დიპლომატიური მეთოდებით მოგვარების მიზნით.

ჰილარი კლინტონის განცხადებით ძალზე მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული კანონი ირანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღევებზე ამახვილებს ყურადღებას. ირანში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო აგორებული მშვიდობიანი დემონსტრაციების წლისთავზე ამ ქვეყნის ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღევას. ირანში არ არის სიტყვის თავისულება და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. განაცხდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ქალბატონი კლინტონის განცხადებით: ჩვენ მხრას ვუჭერთ კონგრესს, რომელიც ამ დარღვევების წინააღმდეგ გამოდის. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს რათა ირანმა პატივი სცეს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და თავი შეიკავის უპასუხისმგებლო მოქმედებებისაგან. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG