ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბია კოკაინის წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს


კოლუმბიაში პოლიცია კოკაინის წარმოების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი მეთოდის გამოყენებას იწყებს. უკვე მეხუთე წელია კოლუმბიის მთავრობა კოკაინის წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებს. ქვეყანაში კოკაინის წარმოების გამო კოლუმბიას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დაეძაბა.

პოლიცია ცდის შეიარაღებული მანქანის გამოყენებას, რომელიც „მუხლუხოს“ სახელითაა ცნობილი. მანქანა ჰერბიციდებს აფრქვევს და მცენარეს ანადგურებს, რომლისგანაც კოკაინს აწარმოებენ.

შეერთებული შტატების მონაცემებით, კოლუმბიაში კოკაინის კულტივაცია გაორმაგდა და ამჟამად დაახლოებით 188 ათას ჰექტარზეა მოყვანილი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა პირობა დადო, რომ კოლუმბიას ნარკოტიკების წინააღმდეგ მომუშავე დახმარებას შეუწყვეტდა თუ მთავრობა ნარკოტიკის ამერიკაში ექპორტს არ შეამცირებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG