კოლორადოს შტატის კინოთეატრის სტუმრების მკვლელის ჯეიმს ჰოლმსის ადვოკატების განცხადებით, შეურაცხადობის გამო ეჭვმიტანილი შესაძლოა უდანაშაულოდ გამოცხადდეს.
ჰოლმსს 12 ადამიანის მკვლელობა და 70-ის დაჭრა ედება ბრალად, მას შემდეგ რაც იგი ივლისში ქალაქის კინოთეატრში შეიჭრა და მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.
13 მაისს ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოს წინაშე წარსდგება. მას შემდეგ, რაც ჰოლმსმა წინა სასამართლოზე დუმილი არჩია, მოსამართლემ ჰოლმსის უდანაშაულობის საკითხი დააყენა, თუმცა ნაფიცი მსაჯულები ჰოლმსს დამნაშავედ მიიჩნევენ და მისი სიკვდილით დასჯას ითხოვენ.