დღეს, ევროპის საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა გააუმჯობესოს, აღნიშნა რა, რომ საბჭო ღელავს იმ განცხადებების ფონზე, რომ მთავრობა კანონს არამართებულად მიმართავს ოპოზიციაზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის მოსახდენად.
როგორც ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების დარგში ნილს მუჟნიეკსმა ანგარიშში განაცხადა:
"რეფორმებმა სასამართლო სფეროში გარკვეული პოზიტიური შედეგები მოიტანა, კერძოდ, ეს ეხება პროკურატურის ორგანოების გავლენის შემცირებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას.“
ნილ მუჟნიეკსის მოსაზრებით, პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს მოსამართლეების დაცვა შიდა და გარე ზეწოლისგან. მისივე მოსაზრებით, საჭიროა ცვლილებები მოსამართლეების არჩევის, დანიშვნისა და ჩანაცვლების პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამ ინფორმაციას სააგენტოები როიტერი და ინტერპრესნიუსი ავრცელებს.