ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის ბიოგრაფიული წიგნი


დიპლომატიულ წიგნსა და ბიოგრაფიულ ნაშრომზე “ რთული არჩევანი” კლინტონს მკვლევარების ჯგუფი ეხმარებოდა

ჰილარი კლინტონის განცხადებით, დიპლომატიულ წიგნსა და ბიოგრაფიულ ნაშრომზე “ რთული არჩევანი” მკვლევარების ჯგუფი ეხმარებოდა, თუმცა მემუარების ავტორი თავად არის.

ჰილარი კლინტონი: „თითოეულ სიტყვას პასუხისმგებლობით მივუდექი. საბოლოოდ, მე უნდა გადამეწყვიტა, თუ როგორ მსურდა სიტუაციის აღწერა, და როგორ მოვარგებდი ინდივიდუალურ მოვლენას ჩემს ზოგად ხედვას-ოცდამეერთე საუკუნეში ამერიკის სტატუსის შესახებ.“

სახელმწიფო მდივნის რანგში, ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის შემდეგ პრეზიდენტ ობამას ცვლილების გზავნილი დიპლომატიურ სფეროში განავრცო.

ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი ამბობს:

„ჩემი აზრით, ჰილარი კლინტონმა წარმატებით მოახდინა პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დეფინიცია უცხოელი საზოგადოებისა და მთავრობებისთვის, ხედვისა, რომელიც ბუშის ანტიპოდია, და კონსულტაციებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან მუშაობას ემყარება.“

ამ გზავნილით ჰილარი კლინტონი ყველა სხვა სახელმწიფო მდივანთან შედარებით მეტს მოგზაურობდა. თუმცა ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიქლ ოსლინი ფიქრობს, რომ რეალურად, კლინტონის მიერ ცალკეული დიპლომატიური საკითხების მოგვარების მცდელობამ შეზღუდული ეფექტი გამოიღო.

მაიქლ ოსლინი: „კლინტონის ზოგადი შეფასებისას, გამუდმებული მოგზაურობის მიუხედავად მან საკმაოდ ცოტას მიაღწია საელმწიფო მდივნად ყოფნის პერიოდში. ერთადერთი, ცალსახად წარმატებული სფერო იყო ბუშის ადმინისტრაციის შემდგომი პოლიტიკური კურსის აქცენტი აზიის რეგიონზე.“

ობამას ადმინისტრაციის ამ მიზნის გატარებას კლინტონი, დიპლომატიური, სამხედრო, და კომერციული რესურსების მობილიზებით ახდენდა .

თუმცა ოსლინი ამბობს, რომ აზიის, როგორც წამყვანი რეგიონის სტრატეგია სადაო ტერიტორიულ წყლებში ჩინეთის მზარდი ამბიციების პირობებში შესუსტდა.

მაიქლ ოსლინი: „ძალიან ცოტა რამ თუ კეთდება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, სხვანაირად, ტეროტორიულ დავებთან დაკავშირებით. ამდენად, კლინტონს, მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ “ამერიკელებს უკეთესი იდეა ჰქონდათ, და არა უკეთესი შედეგი.“

ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ ყველაზე მეტად 2012 წელს ლიბიაში, ქალაქ ბენღაზიში ამერიკულ მისიაზე თავდასხმას განიცდის, რასაც ოთხი ამერიკელის დაღუპვა მოჰყვა. თუმცა წიგნში ამბობს, რომ მავანი, ამ თავდასხმის პოლიტიკურ მანიპულაციას ახდენს.

თანამდებობის პერიოდში, კი მაინც ყველაზე წინააღმდეგობრივი მისი ჩვენება იყო სენატში, როცა კლინტონმა ბენღაზის ტრაგედიაზე ისაუბრა.

ჯონ მაკეინი: „პასუხგაუცემელია არაერთი კითხვა. განცხადებები, რომლებიც დღეს მოვისინეთ, ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია.“

ინციდენტის შემდეგ, კლინტონი დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას შეეცადა.

ჰილარი კლინტონი: „ფაქტია, რომ 4 ამერიკელი დაიღუპა. რამდენად იყო ეს საპროტესტო აქციის მიზეზი ან რამდენად განაპირობა მომხდარი, ქუჩაში მოსიარულე ადამიანების გადაწყვეტილებამ, ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მოვალეობაა განვსაზღვროთ რა მოხდა და იმავდროულად, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ანალოგიურის გამეორება ავიცილოთ თავიდან.“

ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი საყოველთაო ამბოხი, შეერთებული შტატებისთვის რეალური შესაძლებლობა იყო, რომელიც მან ხელიდან გაუშვა, -ამბობს სტივ ჰეიდემანი.

სტივ ჰეიდემანი: „ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად ყოფნის პერიოდში მან არაფერი გააკეთა, რათა არაბულ სამყაროში ამერიკის მიმართ არსებული განწყობა შეეცვალა. შეერთებული შტატების პოპულარობა იქ, კლებას განაგრძობს.“

სირიაში მიმდინარე ომის საკითხში, ჰეიდემანი ამბობს, რომ კლინტონი, პრეზიდენტთან შედარებით, უფრო მკაცრ გეზს ლობირებდა.

სტივ ჰეიდემანი: „ყველაფერი, რაც მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდზე ვიცით მიუთითებს ფაქტზე, რომ კლინტონი, შეერთებული შტატების პირდაპირ ჩართულობას ადვოკატირებდა სირიაში, და მხარს უჭერდა სირიის ცალკეული ოპოზიციური ჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებას.“

ჰეიდემანის თქმით, არაფერი დაშვდებოდა, თუ პრეზიდენტი ობამა სირიის საკითხში კლინტონის მოსაზრებას გაჰყვებოდა.

თავად ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კი შესაძლოა ამ დიპლომატიურ განსხვავებას და საკუთარ ინდივიდუალურობას უფრო მეტად გაუსვას ხაზი თუ 2016 წელს თეთრი სახლისთვის გადაწყვეტს ბრძოლას.
XS
SM
MD
LG