ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ


კლინტონი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ
კლინტონი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ისრაელის მიერ სამოსახლოების მშენებლობის პროცესს გმობს.

რეზოლუციის პროექტი ოთხშაბათს შევიდა უშიშროების საბჭოში და მას უკვე წევრების მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვა.

კლინტონმა ამჯერად თავი შეიკავა და ამერიკის ვეტოთი არ დაიმუქრა-თუკი ამ რეზოლუციას კენჭისყრაზე უშიშროების საბჭოში დააყენებენ.

გუშინვე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შემდგარი პრესკონფერენციისას ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამეირკას სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმართვაა.

კლინტონი: „ჩვენ ვერ ვხედავთ გაეროს უშიშროების საბჭოს ან სხვა ორგანიზაციის მხრიდან კონკრეტული მოქმედების როლს სასურველი შედეგის მისაღწევად.

ამერიკის პოზიცია სამოსახლოებთან დაკავშირებით იგივე რჩება. მე ბევრჯერ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით და ამასვე ვაპირებ მომავალში. თუმცა, საბოლოო ჯამში მხოლოდ პალესტინელმა და ებრაელმა ხალხებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების წარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც ორივე მხარის კომპრომისს საჭიროებს და ორი სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაცხოვრების დაწყებას შეუწყობს ხელს.“

XS
SM
MD
LG