ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილ კლინტონი მხატვრულ თრილერს გამოაქვეყნებს


ბილ კლინტონი და ჯეიმს პატერსონი
ბილ კლინტონი და ჯეიმს პატერსონი

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, მხატვრული თრილერის „დაკარგული პრეზიდენტი“ მზადების პროცესში ამერიკელ, ცნობილ ავტორთან, ჯეიმს პატერსონთან თანამშრომლობს. ამერიკის პრეზიდენტები, ვადის ამოწურვის შემდეგ ხშირად ავტობიოგრაფიას გამოსცემენ, თუმცა კლინტონმა ამჯერად მხატვრულ სფერო აირჩია. წიგნი 2018 წლის ივნისში გამოვა.

კლინტონის განცხადებით წიგნზე მუშაობა „ძალიან სახალისოა“. პეტერსონის თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან მუშაობა მისი კარიერის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ბილ კლინტონი არ იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელიც მხატვრულ ლიტერატურას გამოაქვეყნებს. ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, 2003 წელს ისტორიული ნოველა „კრაზანების ბუდე“ გამოაქვეყნა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG